rave, techno, house, DJ, კურსები, დიჯეი კურსები, მუსიკის წარმოება, ტექნო

რჩევები დამწყები DJ-ებისთვის. როგორ ავირიდოთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები კარიერის საწყის ეტაპზე

კარიერის დასაწყისი და მთავარი შეცდომები

დიჯეობა ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და შთამბეჭდავი პროფესიაა, რომელიც მოითხოვს შემოქმედებითობას, ტექნიკურ ცოდნას და კომუნიკაციურ უნარებს. თუმცა, კარიერის დაწყება ხშირად გამოწვევებითაა სავსე. ამ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, თუ როგორ უნდა დაიწყოთ და რა უნდა გაითვალისწინოთ, რათა თავიდან აირიდოთ გავრცელებული შეცდომები.

1. სწავლა და პრაქტიკა
კარიერის დასაწყისში, უმთავრესია, რომ მაქსიმალურად შეისწავლოთ დიჯეინგის ტექნიკა და პროგრამები. ეს მოიცავს მუსიკის მიქსების ტექნიკას, BPM-ის მართვას, ეკუალიზაციის სწორად გამოყენებას და ფლეილისტის შედგენას. ყოველდღიური პრაქტიკა აუცილებელია იმისთვის, რომ განავითაროთ თქვენი უნარები და იპოვოთ თქვენი უნიკალური სტილი.

2. აპარატურის ცოდნა
მნიშვნელოვანია, რომ კარგად იცოდეთ და იგრძნოთ თქვენი აპარატურა. ეს მოიცავს კონსოლის, მიქსერის, ყურსასმენების და სხვა მოწყობილობების გამოყენებას. კარგად გაეცანით სხვადასხვა ტიპის აპარატურას, რადგან ხშირად მოგიწევთ დაკვრა სხვადასხვა კლუბებსა და ღონისძიებებზე, სადაც აპარატურა განსხვავებული შეიძლება იყოს.

3. მუსიკის არჩევანი და გემოვნება
თქვენი მუსიკის არჩევანი ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია, რომელიც განსაზღვრავს თქვენს სტილს და გავლენას თქვენს აუდიტორიაზე. შეარჩიეთ ტრეკები, რომლებიც შეესაბამება თქვენს ვიბრაციას, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ ერთი ჟანრის ფარგლებში უნდა დარჩეთ. ექსპერიმენტირება ყოველთვის კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი არჩევანი იყოს რაღაც დონეზე მაინც მომზადებული.

4. პირადი ბრენდის შექმნა
თუ გსურთ, რომ მოიხვეჭოთ სახელი და გახდეთ ცნობილი, აუცილებელია პირადი ბრენდის შექმნა. ეს მოიცავს როგორც თქვენი სახელი, ასევე ვიზუალურ სტილს და თქვენი მუსიკის იდეებს. იყავით აქტიური სოციალურ ქსელებში, შექმენით საკუთარი გვერდები და რეგულარულად გააზიარეთ თქვენი სეტები, მიქსები და სხვა კონტენტი.

5. გაეცანით კლუბურ სცენას - "Networking"
კლუბებში დაკვრა მხოლოდ ტექნიკური უნარებით არ არის შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ იცნობდეთ სცენის წარმომადგენლებს, ქსელუროის მეშვეობით შეძლებთ გქონდეთ კონტაქტი სხვადასხვა ღონისძიებებთან და გამოცდილ დიჯეებთან, პრომოუტერებთან და მენეჯერებთან. ეს დაგეხმარებათ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში და სხვადასხვა ღონისძიებებზე მიწვევაში. აქ არის აღსანიშნავი ერთი პრინციპი, რომ იპოვოთ ინფლუენსის მქონე ადამიანი, და დაეხმაროთ მას. ხოლო ის მომავალში დაგეხმარებათ თქვენ. 

6. სცადეთ საკუთარი ტრეკების შექმნა
დიჯეების კარიერის შემდგომი ეტაპი ხშირად დაკავშირებულია საკუთარი მუსიკის შექმნასთან. ეს არა მხოლოდ ხელს უწყობს თქვენს სტილის განვითარებას, არამედ გაძლევთ საშუალებას, რომ მეტი კონტროლი გქონდეთ თქვენს მუსიკალურ კონტენტზე. ამას გარდა, საკუთარი ტრეკების შექმნა ზრდის თქვენს ავტორიტეტს და ღირებულებას. მაგალითად თუ დიჯეის დასჭირდა დიდი ძალისხმევა რომ იყოს მუდმივად ჰაიპში, პროდიუსერი ამას ავტომატურად ახერხებს, იმით რომ ნებისმიერ დროს შეუძლია დარჩეს მოსმენადი მისი ტრეკების მეშვეობით. ეს ყოველთვის ახალ შესაძლებლობებს აძლევს მას. შეიძლება ითქვას რომ, ეს არის ხერხი ნაკლები ძალისხმევით და ინვესტიციით მიაღწიო დიდ მაშტაბებს. თუ არ გაქვთ ტრეკების წერის ცოდნა, შეგიძლიათ მიმართოთ გამოცდილ პროდიუსერებს, ვისაც შეუძლიათ მოგეხმარონ ამაში. (Co Producing)

7. გახსოვდეთ აუდიტორია
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც უნდა დაეუფლოთ, არის აუდიტორიის შეგრძნება. დაკვრის დროს მნიშვნელოვანია, რომ გრძნობდეთ, როგორ რეაგირებს თქვენი აუდიტორია და შესაბამისად მოაწყოთ თქვენი სეტი. კარგად დამუშავებული მიქსები არ არის საკმარისი, თუ თქვენ ვერ ახერხებთ აუდიტორიის ჩართვას და მისგან უკუკავშირის მიღებას.

ძირითადი შეცდომები, რომლებსაც უნდა მოერიდოთ

  • სწრაფვა უსწრაფესად გახდე ცნობილი - საწყის ეტაპზე, შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ წარმატება სწრაფად უნდა მიიღოთ, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. იყავით მომთმენი და განაგრძეთ სწავლა და განვითარება.
  • მუსიკის არასწორი შერჩევა - ნუ შეეცდებით დაკვრის დროს ტრეკები აირჩიოთ მხოლოდ მოდის შესაბამისად. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მუსიკა იყოს შესაბამისი ადგილისა და დროის მიხედვით.
  • გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა - მიუხედავად იმისა, რომ თავდაჯერებულობა კარგია, უნდა იყოთ ღია სწავლაზე და კრიტიკის მიღებაზე. 

  • სეტის ენერგია და დინამიკა - სეტის დალაგება უნდა მოხდეს იმის მიხედვით თუ რა როლი გვაქვს ღამე. თუ ვართ Warm up-ზე შესაბამისად ჩვენი მიზანია შევახუროთ მსმენელი დაბალი ბიპიემით და მოვამზადოთ ისინი ჰედლაინერისთვის. ჰედლაინერამდე შეიძლება ასევე იდგეს რამოდენიმე დიჯეი, ვისაც დროის მიხედვით შეუძლიათ რომ გაზარდონ დინამიკა და ინტენსიურობა. ჰედლაინერს აქვს უკვე მეტი თავისუფლება.  Closer - იგივე ის ვინც ღამეს ხურავს, უნდა ეცადოს რომ მსმენელი შეინარჩუნოს რაც შეიძლება ხანგრძლივი დროით, რომ ბარმა უფრო კარგად ივაჭროს. ამას ყოველთვის მეტი დაფასება აქვს კლუბის მფლობელისგან. 

  • ფილტრების და ეფექტების ჭარბი გამოყენება - ეფექტების ერთადერთი მიზანი სეტში არის, მისი გალამაზება, ან ცარიელ მომენტებში მეტი ვარიაციის შექმნა/შევსება. მაგალითად იდეალურ შემთხვევაში ეფექტებს ვიყენებთ სეტში შესვენებების ეტაპზე, იგივე Breakdown-ზე. აქვე შეიძლება ითქვას, რომ რეკომენდებულია ფილტრები არ მოვიხმაროთ ხშირად, და თუ მოვიხმართ არ ვეცადოთ რომ არ იყოს ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან შესამჩნევი. 


როგორ მოიხვეჭოთ სახელი და გახდეთ პოპულარული?

1. ჩაწერეთ და გააზიარეთ სეტები - ხშირად ჩაწერეთ და გააზიარეთ თქვენი მიქსები სხვადასხვა პლატფორმებზე. ეს ხელს უწყობს თქვენს განვითარებას და პოპულარობას. (ამაში Techno Georgia-ს პროფესიონალური გუნდი და Rental სერვისი მოგეხმარებათ. კრეატიულ ლოკაციაზე, რეჟისორი და გადამღები ჯგუფი მოგიმზადებთ, როგორც აპარატურას ასევე მთლიანად გამოგაჩენთ სწორად შეფუთული და ეფექტური აუდიო-ვიდეო ჩანაწერის სახით. სტრიმის ჩასაწერად დაგვიკავშირდით)

2. იყავით აქტიური სოციალურ ქსელებში - თქვენს წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური ქსელები. რეგულარულად აქვეყნეთ კონტენტი, ჩაერთეთ დისკუსიებში და შექმენით კონტაქტები. 

3. მოაწყეთ საკუთარი ღონისძიებები - თუ ვერ ახერხებთ ხშირად დაკვრას სხვა კლუბებში, სცადეთ საკუთარი ღონისძიებების ორგანიზება. ეს დაგეხმარებათ საკუთარი აუდიტორიის შექმნაში.

4. სწავლა და მუდმივი განვითარება - არ შეწყვიტოთ სწავლა და ახალი ტექნიკების შესწავლა. ეს გაგზრდით პროფესიონალად და დაგეხმარებათ გახდეთ უფრო მრავალმხრივი და მოთხოვნადი.

დიჯეინგის კარიერა დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ სწორი მიდგომით და მოტივაციით, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ წარმატებული და ცნობადი დიჯეი. წარმატებებს გისურვებთ! 

"გაინტერესებს ელექტრონული მუსიკის შექმნა და დიჯეინგის ხელოვნება? შეუერთდი Techno Georgia-ს აკადემიას და გამოავლინე შენი შემოქმედებითი პოტენციალი! ჩვენთან შეძლებ როგორც ნულიდან დაწყებას, ასევე შენი ცოდნის გაღრმავებას და პროფესიონალებთან ერთად საკუთარი უნარების განვითარებას. კურსები განახლებულ ფორმატში უკვე ჩვენს საიტზეა":

შეისწავლე ელექტრონული მუსიკა და დიჯეინგის კურსები ჩვენთან




სტატიის ავტორი: მიხეილ ტყებუჩავა
Cover: Yanamaste aka Irakli Danelia

Back to blog