ტექნო, სკოლა, ბასიანი

ელექტრონული მუსიკის ადრინდელი ეტაპები საქართველოში და მსოფლიო სცენა

ელექტრონული მუსიკის ისტორია

ელექტრონული მუსიკა მუდმივად გარდაიქმნებოდა და იცვლებოდა ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად. მისი ფესვები მე-20 საუკუნის დასაწყისში იბმებოდა, მაგრამ ნამდვილი აყვავება 1980-იან წლებში დაიწყო, როცა ის საზოგადოებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა.

ადრეული წლები

1920-იანი წლები იყო. მუსიკის სამყაროში რაღაც ახალი იბადებოდა. ახალგაზრდა კომპოზიტორები და გამომგონებლები, როგორიც იყო ლეონ თერემინი, ქმნიდნენ ინსტრუმენტებს, რომლებიც მუსიკას ჰაერში ქმნიდა, თერემინი არის ელექტრონული მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელზე დასაკრავადაც მასთან ფიზიკური კონტაქტი არ გჭირდებოდათ. თერემინი, რომელიც იდუმალი და მაგიური ჟღერადობით იყო ცნობილი, მუსიკოსებს საშუალებას აძლევდა, ხმები ხელის მოძრაობით ეწარმოებინათ, რაც სრულიად ახლებური და ექსპერიმენტული იყო. 

თერემინი: 
Lev Theremin - biografija, lični život, fotografija * Zanimljivo

1950-1960-იანი წლები: მუსიკალური რევოლუცია

1950-იან და 1960-იან წლებში ელექტრონული მუსიკის ექსპერიმენტები უფრო გაძლიერდა. კომპოზიტორები, როგორიც იყვნენ კარლჰაინც შტოკჰაუზენი და ედგარ ვარეზი, მუსიკალურ სამყაროში ახალი მიმართულების განვითარებას ცდილობდნენ. სინთეზატორები, როგორებიც იყო Moog Synthesizer, მუსიკოსებს ახალი მუსიკალური ლანდშაფტების შესაქმნელად დამატებით შესაძლებლობებს აძლევდნენ.

1970-იანი წლები: ელექტრონული ოცნებების ხანა

1970-იანი წლების დასაწყისში, ელექტრონული მუსიკა ახალ განზომილებაში გადავიდა. ჯგუფები, როგორიც იყვნენ Kraftwerk და Tangerine Dream, თავის უნიკალურ ხმოვან სტილს ქმნიდნენ, რაც ელექტრონული მუსიკის წარმოშობასა და განვითარებას ხელს უწყობდა. Kraftwerk-ის ალბომმა "Autobahn" (1974) დიდი გავლენა მოახდინა მუსიკალური ინდუსტრიაზე და ელექტრონული მუსიკის განვითარებაზე.

ამავე პერიოდში დისკო მუსიკა აყვავდა, რომელიც ელექტრონულ ბითებსა და რიტმებზე იყო დაფუძნებული. ეს ჟანრი ძალიან პოპულარული გახდა საცეკვაო კლუბებში და გავლენიანი იყო მომავალი ელექტრონული ჟანრების განვითარებაში.

1980-იანი წლები: ელექტრონული მუსიკის აყვავება

1980-იან წლებში ელექტრონული მუსიკა დიდ პოპულარობას მიაღწია. ამ პერიოდში მუსიკოსები და პროდიუსერები, როგორიც იყვნენ Jean-Michel Jarre, Vangelis და Depeche Mode, აქტიურად იყენებდნენ ელექტრონულ ჟღერადობას. ეს პერიოდი ითვლებოდა სინთ-პოპისა და ახალი ტალღის (New Wave) აღზევების პერიოდად.

ამავე პერიოდში ტექნო და ჰაუსი ჟანრებმა ფართო აღიარება მოიპოვეს. ტექნო რომელიც წარმოიშვა ამერიკაში, ქალაქ დეტროიტში, ხოლო ჰაუსი ჩიკაგოში და ორივე სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტები იყო სწრაფი ბითები და ელექტრონული ეფექტებები, რამაც ისინი იმ დროს კლუბური მუსიკის ძირითად სტილებად გახადა.

1990-2000-იანი წლები: ელექტრონული მუსიკის დივერსიფიკაცია

1990-იან წლებში ელექტრონული მუსიკა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. გაჩნდა ახალი ჟანრები, როგორიც იყო ტრანსი, დრამი და ბასი, ემბიენტი და IDM (Intelligent Dance Music). 1990-იანი წლების კლუბური სცენა და ფესტივალები ელექტრონული მუსიკის გლობალურ კულტურულ მოვლენად იქცა.

აქვე აღსანიშნავია 90 იანების ბოლოსკენ ტრანს მუსიკის დიდი განვითარების ეპოქა რომელიც წარმოშობილი იყო ტექნოსგან და ჰარდქორისგან ბელგიაში, განვითარება კი განიცადა ჰოლანდიაში. მიმდინარეობის პიონერებად ითვლებოდნენ Armin Van Buuren, Tiesto, Ferry Corsten, Pete Tong, Sasha და სხვები... ამ სტილს მოისმენდით თითქმის ყველა რადიოში, ანდერგრაუნდ რეივებსა თუ ტელევიზიებში როგორიც იყო: Love Parade Berlin, Sensation White, Transmission, MTV, Sony Music, Cloud 9, Armada Music, Spinnin Records. აღსანიშნავია რომ ტრანსმა მისი პოპულარობა შეინარჩუნა ყველაზე გრძელი ვადით და თითქმის 15 წელი ითვლებოდა ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ მიმდინარეობად. 

ფესტივალი, Sensation White - ამსტერდამი: 

2000-იან წლებში ელექტრონული მუსიკა კიდევ უფრო პოპულარული გახდა. ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით, მუსიკოსებსა და პროდიუსერებს უფრო ადვილად შეეძლოთ ხარისხიანი მუსიკის შექმნა და გავრცელება. ელექტრონული მუსიკა ინტერნეტის საშუალებით მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა, რაც მას უფრო ხელმისაწვდომს და პოპულარულს ხდიდა.

ელექტრონული მუსიკის განვითარება საქართველოში

საქართველოში ელექტრონული მუსიკის განვითარება ასევე საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორიაა. 1990-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ახალგაზრდებმა დაიწყეს დასავლური კულტურისა და მუსიკის კვლევა და ამ სუბ კულტურის შემოტანა, რამაც ელექტრონული მუსიკის პოპულარობის ზრდას შეუწყო ხელი.

ერთ-ერთ პირველ ელექტრონშიკად ითვლება ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი დიჯეი Bajoo, იგივე გიგა ერისთავი, რომელიც ლაივ პერფორმანსის და ანალოგ სინთეზატორების საშვალებით ასრულებდა ეისიდს და ტრანსს. ამ ყველაფერს უკვე აყვა იმ დროისთვის ცნობილი ბათუმური და თბილისური კლუბებიც როგორიც იყო Adjara Music Hall, კაფე გალერი და სხვა..  

კაფე გალერი - რუსთაველი, თბილისი
კაფე გალერეა | 08.GE

აღსანიშნავია საქართველოში ათიანი წლების ტრანს და პროგრესივ სცენის პიონერებიც, როგორიცაა Nuera, Evol Waves, DJ Fellow, Poton, Oto Meskhy, Nika Key, Oto Kapanadze... ვისაც მიუძღვის ამ ქვე მიმდინარეობის საქართველოში დამკვიდრება. აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ Trance Family Georgia-ს კონტრიბუცია. 

რის შემდეგაც ელექტრონული მუსიკის სცენამ უკვე თბილისში დაიწყო განვითარება, მრავალი კლუბით და მუსიკალური ფესტივალით. 10-იან წლებში ქართულმა კლუბებმა, როგორიცაა Bassiani და Mtkvarze, საერთაშორისო ყურადღება მიიქციეს და ელექტრონული მუსიკის სცენის მნიშვნელოვანი კერად იქცნენ. ტექნო მუსიკის განვითარების პარალელურად თამამად შეგვიძლია გამოვარჩიოთ არტისტები: Boyd Schidt, Yanamaste, Newa, NDRX, Ani kvirkvelia, Zapa, Jorjik, Zurkin... 

ასევე აღსანიშნავია ისეთი ფესტივალები, როგორიცაა საქართველოში ჩატარებული მსოფლიო მაშტაბის ფესტივალები: Kazantip, Gem Fest, Tbilisi Open Air და Electronauts Awards, ცა Community, რომლებიც ელექტრონული მუსიკის კულტურას აძლიერებენ საქართველოში და საშუალებას აძლევენ ახალგაზრდა არტისტებს, თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოედგინათ. 

Bassiani-ს ახალი ლოკაცია - დინამოს სტადიონის ქვეშ, ყოფილი საცურავო აუზის ადგილას. 
RA In Residence: Bassiani · Feature ⟋ RA
კლუბი Khidi - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის ქვეშ
მოდი ჩვენს ღამის კლუბში კარგი განწყობისთვის და ახალი ნაცნობებისთვის,  თბილისი, KHIDI ღამის კლუბი ღიაა 00-დან 9 საათამდე - Madloba

პანდემია და აღდგენა 2020-2023

პანდემიის პერიოდში ელექტრონული მუსიკისთვის და არტისტებისთვის დაიწყო ალბათ ყველაზე რთული დრო. დაიკეტა ბევრი სივრცე, გაუქმდა ფრენები, რამაც ცალსახად გააჩერა როგორც უცხოეთში, ასევე ქართულ სცენაზე უამრავი ღონისძიება და კლუბი და ამით უკიდეგანო ზარალი მიაყენა ამ სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს. განსაკუთრებით კი ეს შეეხო კერძო და თვითდასაქმებულ არტისტებს რომელიც არ წარმოადგენდნენ რომელიმე სივრცის რეზიდენტურას. ამ პერიოდში ჩაისახა "არალეგალური" ანდერგრაუნდ რეივების სერია: Diadi, Voidi Records, Rikeze, წრე, Fuse Events, რომლებიც ყველაზე ექსტრემალურ პირობებში და გასაიდუმლოებულ ლოკაციებზე ტარდებოდა და ვრცელდებოდა მხოლოდ შიდა წრეებში. ამ პერიოდმა მნიშვნელოვნად დააზიანა ბევრი არტისტი და ვენიუ.

პანდემიის დასრულების შემდეგ ქართულ სცენას მნიშვნელოვანი დრო დასჭირდა, რათა კვლავ დაებრუნებინა მისი ძველი იერსახე. თუმცა, ეს სამწუხაროდ უკვე შეუძლებელი იყო, რადგან კომერციული ჟანრებისადმი მზარდმა ინტერესმა გარკვეულწილად დაჩრდილა ტექნო კლუბები.

2023 წლის დეკემბერში, როდესაც კომერციული ტრენდების გავლენით ანდერგრაუნდ ვენიუები დაცარიელებას განიცდიდნენ, Techno Georgia-მ პირველად დაარღვია ტაბუ და დაიწყო ანდერგრაუნდ სივრცეებიდან ვიდეოების გადაღება და მათი ფართო გავრცელება სოციალური მედიების საშუალებით, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ძველი მსმენელის დაბრუნებას საყვარელ სივრცეებში. ეს ინტერესი გაიზარდა და მოედო როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამან თავის მხრივ განაპირობა ათასობით ადამიანის ინტერესი, ტურისტებისა და ინვესტორების, ჩამოსვლა, ახალი სივრცეების გახსნა და ქართული ტექნო სცენის ხელახალი აღორძინება.

დასკვნა

ელექტრონული მუსიკა დღემდე აგრძელებს განვითარებას და ტრანსფორმაციას. თანამედროვე მუსიკოსები და პროდიუსერები მუდმივად ექსპერიმენტირებენ ახალი ჟღერადობების შესაქმნელად, რაც ელექტრონულ მუსიკას უნიკალურ და მრავალფეროვან ჟანრად აქცევს. მისი გავლენა იმდენად ფართოა, რომ თითქმის ყველა თანამედროვე მუსიკალურ ჟანრში იგრძნობა. ელექტრონული მუსიკა არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის შედეგი, არამედ მნიშვნელოვანი კულტურული და სოციალური მოვლენაცაა, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ის ახალგაზრდობისთვის თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სიმბოლოა.

შესწავლა

გაინტერესებს ელექტრონული მუსიკის შექმნა და დიჯეინგის ხელოვნება? შეუერთდი Techno Georgia-ს ახალ აკადემიას და გამოავლინე შენი შემოქმედებითი პოტენციალი! ჩვენთან შეძლებ ნულიდან დაწყებას და პროფესიონალებთან ერთად საკუთარი უნარების განვითარებას. კურსები განახლებულ ფორმატში სტარტს აიღებს აგვისტოდან



სტატიის ავტორი: მიხეილ ტყებუჩავა

პოსტერი: გიორგი ჟორჟოლიანი, Jorjik

Back to blog