კურსები და აქსესუარები

  • კლუბების მხარდაჭერა

    2023 წელს, როდესაც პირველად დავარღვიეთ ტაბუ და დავიწყეთ კლუბური კადრების საჯარო გამოქვეყნება, ამან მნიშვნელოვანი დაინტერესება გამოიწვია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რამაც თავის მხრივ განაპირობა ათასობით ადამიანის, მათ შორის ტურისტებისა და ინვესტორების, მოზიდვა, ასევე ახალი სივრცეების გახსნა და სცენის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა

  • ახალი აუდიტორია

    როდესაც კომერციული ტრენდების გავლენით ანდერგრაუნდ ვენიუები დაცარიელებას განიცდიდნენ, Techno Georgia-ს ვიდეოების ფართო გავრცელებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მსმენელის დაბრუნებას საყვარელ სივრცეებში. ამან პოზიტიური ასპექტში გაზარდა ინტერესი ქართული სცენის მიმართ. ხელი შეუწყო მრავალი არტისტის ჩვენი ქვეყნის სახელით გასტროლებზე გაგზავნას

  • უმცირესობებების დაცვა

    ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ყოველთვის იყო ინფორმაციის ნაკლებობა, რაც გავლენას ახდენდა როგორც მუსიკალური ჟანრების ვაკუუმზე, ასევე გარკვეული ჯგუფების მიერ ელექტრონული მუსიკისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე. დღეს, ეს ადამიანები, ჩვენი ვიდეოების ყურების შემდეგ, თავად გახდნენ კლუბის წევრები და აგრძელებენ უსაფრთხოდ ინტეგრაციას Rave საზოგადოებაში

საინტერესო კითხვები

რატომ ვავრცელებთ კლუბის კადრებს?

ჩვენ პატივს ვცემთ კლუბების და ვენიუების შიდა წესებს, House Rule - ს, თუმცა თავადაც დაგვეთანხმა ბევრი წარმომადგენელი, რომ ჩვენი არსებობა სასიცოცხლოდ საჭიროა ანდერგრაუნდ კულტურის შესანარჩუნებლად.

რაში მდგომარეობს ჩვენი მისია?

Techno Georgia - ს პირველი მისია არის ქართული ტექნო და ანდერგრაუნდ სივრცეების, არტისტების და ელექტრონული მუსიკის მხარდაჭერა. უცხოელი სტუმრების გაცნობა ჩვენს დენს კულტურასთან და ამით ძლიერი ხმის მიწვდენა იმ მასებისთვის ვინც ჩვენს მუსიკას თუ თავისუფლების გამოხატვას ებრძვის.

რა არის საჭირო რომ გავხდე DJ ან პროდიუსერი?

ტექნო საქართველო წარმოგიდგენთ ახალ თანამედროვე მუსიკის სკოლას, ჩვენი მენტორების 10-წლიანი გამოცდილებით, რომელიც, სექტემბრიდან აიღებს სტარტს ღია კარის გახსნით.

კურსებზე რეგისტრაციისთვის თქვენ არ დაგჭირდებათ დამატებითი აპარატურა; საკმარისია მხოლოდ ლეპტოპი ან პერსონალური კომპიუტერი, რათა შეძლოთ ივარჯიშოთ სახლში.

ასევე მუსიკისადმი მიდრეკილება ან მსგავს სფეროში გამოცდილება, რიტმის შეგრძნება ან ნოტების ცოდნა, ჩაითვლება სასიამოვნო პლიუსად, თუმცა ჩვენ ამ ყველაფერს ნულიდან პროფესიონალურ დონემდე ისედაც გასწავლით.